2021-03-15 09:50:23, 562 ნახვა
კომენტარი
მარინა ეზუგბაია - პანდემიის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი

პანდემიის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„იმუნიზაცია მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, პანდემიის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი, როდესაც ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის 60-70 % აიცრება იმუნური ფენა რომ შეიქმნას, ასეთ შემთხვევაში, დაძლეული უნდა იყოს ეს ინფექცია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, დღეს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით დაავადებათა კონტროლის ეროვნილი ცენტრის ხელძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.
ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ასევწ მარინა ეზუგბაიამ და ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელმა, მარინა ენდელაძემ გაიკეთეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან