2021-03-05 15:03:24, 421 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი გომელაურს - თქვენს ადგილას საქმეს ასე ჰუმანურად ვერ შევასრულებდი
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა შს მინისტრსა და უწყების წარმომადგენლებს მიმართა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
წულუკიანმა აღნიშნა რომ თავად ისე ჰუმანურად ვერ შეასრულებდა საქმეს როგოროც შსს-ს თანამშრომლები ახერხებენ.
„მე არ მაქვს კითხვა, მინდა საჯაროდ ვისარგებლო ამ შემთხვევით და როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრმა თითოეულ პოლიციელს, მაშველს, მესაზღვრეს თქვენი დიდი სისტემის თანამშრომელსა და თქვენ გითხრათ მადლობა გაწეული სამსახურისთვის, შემართებისთვის. ძალიან ბევრჯერ მე დამიყენებია თავი თქვენს ადგილას და მითქვამს, რომ, არა, მე ამას ასე ადამიანურად, ჰუმანურად და მაღალი სტანდარტით ვერ შევძლებდი მეთქი“, - განაცხადა თეა წულუკიანს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან