16:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 17:43:57, 604 ნახვა

კომენტარი
მეუფე გრიგოლი - მიუხედავად ერთმანეთის მიუღებლობისა თუ აუტანლობისა, პოზიციების შეჯერებას უნდა მივაღწიოთ

ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, მიუხედავად ერთმანეთის მიუღებლობისა თუ აუტანლობისა, პოზიციების შეჯერებას უნდა მივაღწიოთ.

„ვაანალიზებთ, რომ უკანასკნელი ასი წლის ისტორიას კარგად ვხედავთ, რომ თავისუფლების მოპოვება ურთულესი საქმეა. იმპერიას კვლავაც გაშმაგებით სურს ჩვენი დამორჩილება, ჩვენი საზოგადოება კი გადაღლილია შიდაპოლიტიკური დაპირისპირებებით. მრავალი ადამიანი არსებული ვითარებით იმედგაცრუებულია და მომავალსაც სკეპტიკურად უყურებს. დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ამ ვითარების გამოსწორება. უწინარეს ყოვლისა, უნდა გადავლახოთ ჩვენს სორის არსებული დაპირისპირებები. პოლარიზებულია აზროვნება მტრისა და მოყვრის კონტრასტულ განზომილებებს შორის არის მოქცეული, რაც ართულებს ურთიერთგანსხვავებული აზრისა და პოლიტიზირებული ადამიანებს შორის დიალოგს. თვალი გავუსწოროთ არსებულ სინამდვილეს და მიუხედავად ერთმანეთის მიუღებლობისა თუ აუტანლობისა მივაღწიოთ პოზიციების შეჯერებას და იმ გადაწყვეტილებას რაც არა ერთ კონკრეტულ პარტიას მოუტანს მის მოწინააღმდეგეზე გამარჯვების ილუზორულ განცხადა არამედ ქართულ სახელმწიფოს მდგრადობას შესძენს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics