22:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 20:43:33, 286 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური: თბილისის მსგავსად, ყველა მსხვილ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსხვილ ქალაქებში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საპოლიციო დანაყოფების შექმნა იგეგმება.

„კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს.  თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე სპეციალიზებული სამმართველო. თბილისის მსგავსად, ეტაპობრივად, ყველა დიდ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის  დანაყოფი.  დანაყოფების მიერ მოხდება ონლაინსივრცის პროაქტიული მონიტორინგი, არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის შინაარსის ვებგვერდების  დროული იდენტიფიცირების მიზნით“, -აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით შემუშავებულ დოკუმენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  სამინისტროს მიერ შემუშავებული 2021-2024 წლების სტრატეგიის პროექტი და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით საქართველოს მიერ შესასრულებელი ერთ-ერთი ვალდებულებაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics