08:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 17:08:31, 536 ნახვა

სამართალი
მოსამართლემ პროკურორის აცილებაზე გიორგი ოქროპირიძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლო  ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე მსჯელობს.

პროცესს ბრალდებული ოქროპირიძეც ესწრება, რომელმაც პროკურორ დავით მეფარიძის აცილება მოითხოვა.

ოქროპირიძემ პროკურორის აცილება მას შემდეგ მოითხოვა, რაც დავით მეფარიძემ განაცხადა, რომ ერთადერთი მისი დაინტერეებაა, თუ პირმა დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისად პასუხი აგოს.

მეფარიძის თქმით, დაცვის მხარის მოთხოვნა, ოქროპირიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.

საბოლოოდ მოსამართლემ პროკურორის აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის ოჯახმა საქალაქო სასამართლოს მისი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

როგორც ცნობილია, ოქროპირიძის შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა გასულია.

ოჯახის წევრების თქმით, თუ კი გიგი უგულავა გაათავისუფლეს, ოქროპირიძის გათავისუფლებაც უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე გასული წლის 13 სექტემბერს დააკავეს. 9 თვიანი პატიმრობის გასვლის შემდეგ, მას ახალი ბრალი, ცრუ დასმენისთვის წაუყენეს.

ამ ბრალდებაზე  ოქროპირიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 12 ივნისს შეუფარდა.

 ლაშა მახარაძე 2014 წლის 2 სექტემბერს ვაკეში მოკლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics