03:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 12:43:08, 728 ნახვა

სამართალი
შსს-ს აკადემიაში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ინფორმაცია წარმოადგინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეთექვსმეტე შეხვედრა გაიმართა.

კომისიის შემადგენლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიან.

შეხვედრაზე უწყებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული ნივთიერებების ბრუნვის კუთხით, გასულ კვარტალთან მიმართებით სიტუაცია სტაბილურია.

"ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების" შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო კომისია სისტემატურ რეჟიმში, ყოველთვიურად იკრიბება და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

სახელმწიფო კომისიის წევრებმა ასევე ყოველკვარტალურ ანგარიშთან დაკავშირებული საკითხები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კუთხით მსოფლიოში არსებული თანამედროვე ტენდენციები განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics