02:53 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-14 11:05:12, 10103 ნახვა

სხვადასხვა
„ეკოლიდერთა სკოლის“ მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ნინო თანდილაშვილს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ ფარგლებში, მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ნინო თანდილაშვილს შეხვდნენ.

მინისტრის მოადგილემ ეკოლიდერებს  ქვეყანაში ბოლო პერიოდში განხორციელებული გარემოსდაცვითი რეფორმები, პროექტები და საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. „ეკოლიდერთა სკოლის“ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. გარემოსდაცვითი სასწავლო პროგრამის წარმომადგენლები დაინტერესდნენ როგორც ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებით და ტყის ახალი კოდექსით, ასევე, გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის, ჰაერის ხარისხის და ბიომრავალფეროვნების საკითხებით.

შეხვედრის შემდეგ, „ეკოლიდერთა სკოლის“ მოსწავლეებმა,  გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, წყლის ხარისხის დადგენის მიზნით, თავად განახორციელეს ქიმიური ანალიზები, მონაწილეობა მიიღეს მაკროუხერხემლოების იდენტიფიკაციის პროცესში. გაეცნენ ატმოსფერულ ჰაერში და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის  პროგრამას.

„ეკოლიდერთა სკოლა” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა. სემინარები ახალგაზრდებს აძლევს ცოდნას აქტუალურ და საინტერესო გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით.

„ეკოლიდერთა სკოლაში” მონაწილეობენ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები საქართევლოს ყველა რეგიონიდან, რომლებმაც ორეტაპიან კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და შერჩეულ იქნენ როგორც პროექტის გამარჯვებული ეკოლიდერები.

პროგრამა წელს პირველად განხორციელდა და ყოველწლიურად ჩატარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics