12:44 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 18:44:19, 773 ნახვა

ეკონომიკა
“რომპეტროლმა“ სააკაძის მოედანზე ბენზინგასამართი სადგურის რესტაილინგი დაასრულა

“რომპეტროლმა“ სააკაძის მოედანზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურის რესტაილინგი დაასრულა და მომხმარებლებს დღეიდან მოემსახურება.

განახლებული სადგური, კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს ოფიციალურად გახსნეს.

რებრენდინგის შედეგად, „რომპეტროლის“ ახალი სადგური, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინვენტარით და აპარატურით აღიჭურვა და გამოიცვალა განათების სისტემა. რომპეტროლის ახალი ლოგოს შესაბამისად, შეიცვალა ფერებიც - სადგური ძირითადად თეთრ, ნარინჯისფერ და წითელ ფერშია წარმოდგენილი, რაც კომპანიის რებრენდინგის ერთერთი ნაწილია.

 „აღნიშნული ავტოგასამართი სადგური, მდებარეობის გამო, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი და დატვირთულია. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ  განახლების შედეგად, საწვავის შეძენა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახდა. რესტაილინგი აღნიშნულ ობიექტზე, 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სოლიდური ინვესტიცია ჩაიდო“, - აცხადებს რომპეტროლ საქართველოს გენერალური დირექტორი კონსტანტინ პოპუშოი.

განახლებულ სადგურზე მომუშავე ოპერატორები, მომხმარებლების სურვილის მიხედვით, ავტომობილის საქარე მინას  საწვავის შევსების პარალელურად გაწმენდენ.

 „რომპეტროლი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 9 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 საწვავს სთავაზობს.

რომპეტროლ საქართველო წარმოადგენს KazMunayGas International NV, ყოფილი რომპეტროლ ჯგუფის წევრს. კომპანიამ სახელი შეიცვალა 2014 წლის დასაწყისში, კომპანია  KazMunayGas (KMG)-თან საქმიანობისა და ოპერაციების ინტეგრაციის შედეგად, რომელიც წარმოადგენს ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნულ ოპერატორსა და ჯგუფის ერთადერთ აქციონერს. KazMunayGas International NV 12 ქვეყანაში 7000 თანამშრომელს აერთიანებს.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics