2015-08-29 11:01:29, 829 ნახვა
სხვადასხვა
დღეიდან საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს
დღეიდან როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა თვის ბოლოდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +34 გრადუსამდე მიაღწევს.
„29 აგვისტოდან მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. 29 აგვისტომდე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნდება. თვის ბოლოდან კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +34 გრადუსს მიაღწევს. დღეს კი მთელ საქართველოში ნალექიანი და არამდგარი ამინდი იქნება“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ნინო წვერავამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან