2020-06-13 10:59:41, 9654 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 2 ახალი პაციენტია მოთავსებული, ორმა გამოჯანმრთელებულმა კი კლინიკა დატოვა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით 2 ახალი პაციენტია მოთავსებული.
მისი თქმით, კლინიკაში სულ 38 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს.
„ახალი ინფიცირებულებიდან ჩვენთან 2 პაციენტი გადმოვიდა. ესენი არიან შემოტანილი შემთხვევები. გუშინ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა ჩვენი ცენტრი და კვლავ 38 დადასტურებული შემთხვევა დაგვრჩა. ჩვენი სპექტრი სიმძიმის მიხედვით არ შეცვლილა და ჯერჯერობით კვლავ 2 მძიმე პაციენტი გვყავს. მათთან დაავადების პროგრესირება არ ხდება და სიტუაცია უკვე სტაბილურია. რამდენიმე დღეში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი პროგნოზი აღარ იქნება საყურადღებო და კეთილსაიმედო იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,