2020-06-05 11:52:29, 17600 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ იტალიის მაჩვენებელს გადააჭარბა
ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ იტალიის მაჩვენებელს გადააჭარბა.
worldometrs.ge-ზე განთავსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 615,870-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილთა მაჩვენებელი 34,039-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 274,997-ია.
ამჟამად, ბრაზილია კორონავირუსის სიკვდილიანობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ბრაზილიის შემდეგ ყველაზე მეტი მაჩვენებელი შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში ფიქსირდება.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 30 925 შემთხვევა გამოვლინდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,