14:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 12:13:01, 1167 ნახვა

ეკონომიკა
ფოთში ბილაინის ახალი კონცეფციის გაყიდვების ოფისი გაიხსნა

საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი ფოთში მომხმარებელს  ახალი კონცეფციის გაყიდვების ოფისს სთავაზობს.
სადაც წარმოდგენილია ციფრული თანამედროვე ტექნოლოგიების სადემონსტრაციო სივრცე, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებსა და მის ინტერესებზე.

აქ მომხმარებლისთვის შექმნილია ყველა პირობა რომ თავად მოსინჯონ  ბილაინის მიერ შეთავაზებული თანამედროვე მაღალტექნოლოგიური პროდუქტი მეოთხე თაობის უსწრაფესი ინტერნეტი.

აქვე აბონენტებს საშუალება ექნებათ  თავად ნახონ თუ როგორ მუშაობს ბილაინის მობილური ტელეფონები, როუტერები და WI FI მოდემები.

 ”  ჩვენ  მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა  საშუალება ფოთის აბონენტებისთვის შეგვეთავაზებინა  კიდევ უფრო  სასიამოვნო და კომფორტული გარემო ჩვენი მომსახურებების  მისაღებად. ახალი კონცეფციის ოფისში  წარმოდგენილია ყველა ის სერვისი  და პროდუქტი  რასაც  ბილაინი აბონენტებს სთავაზობს.” -განაცხადა ბილაინის კომერციულმა  დირექტორმა ლაშა ტაბიძემ.

ბილაინის ახალი კონცეფციის ოფისები  ამ ეტაპზე წარმოდგენილია  თბილისში (ჭავჭავაძის გამზირი 56) , ბათუმში (გორგილაძის 40 )  და უკვე ფოთში (ლანგრაჟე 2 )  
მალე იფუნქციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ბილაინი შედის „ვიმპელკომ LTD”-ს კომპანიათა ჯგუფში.ვიმპელკომი არის სატელეკომუნიკაციო სერვისების წამყვანი საერთაშორისო პროვაიდერი 14 ქვეყანაში, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. კომპანია უზრუნველყოფს ხმის და მონაცემების გადაცემის სერვისს მთელი რიგი ტრადიციული და ფართოზოლოვანი მობილური და ფიქსირებული ტექნოლოგიების მეშვეობით. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჩვენმა ოპერაციებმა დაფარა დაახლოებით 740 მილიონი ადამიანით დასახლებული ტერიტორია, და ამჟამად ჩვენ გვყავს 222 მილიონი მობილურის მომხმარებელი და 56,024 თანამშრომელი. ინფორმაცია ჩვენი კომპანიის საკუთრების სტრუქტურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://vimpelcom.com/Investor-relations/





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics