2020-05-16 22:55:17, 11736 ნახვა
სპორტი
გოლის უჩვეულო აღნიშვნა - გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატი მაყურებლის გარეშე განახლდა
გერმანიაში კორონავირუსის გამო შეწყვეტილი საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. 26-ე ტურის პირველ შეხვედრაში დორტმუნდის „ბორუსია“ „შალკე-04“-ს შეხვდა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.
ერთ-ერთმა პირველმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ და გელზენკირხენის „შალკე 04“-მა ითამაშეს. 29-ე წუთზე ანგარიში „ბორუსიას“ ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა გახსნა.
„გლობო ეისპორტმა“ (Globo Esporte) „ტვიტერის“ (Twitter) გვერდზე საინტერესო ფოტოები გამოაქვეყნა, ცარიელ „სიგნალ იდუნა პარკზე“ უმაყურებლოდ გამართულ ამ შეხვედრაში მეორე გოლი ფეხბურთელებმა სოციალური დისტანციის დაცვით რომ აღნიშნეს – უჩვეულო, მაგრამ რეალობის ამსახველი სანახაობაა, რომელიც მალე ჩვეულებრივი ამბავი გახდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,