23:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 19:59:44, 16534 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე დღეს ტესტი 16 პაციენტს ჩაუტარდა და ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა

თბილისის ინფექციურ კლინიკაში ახალ კორონავირუსზე დღეს ტესტი 16 პაციენტს ჩაუტარდა და 16-ვეს პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს, რომელთა შორისაც 27 გამოჯანმრთელდა.

„ამ ეტაპზე სიახლეები არ არის, დილის მონაცემების შემდეგ უცვლელი სიტუაცია გვაქვს. აქამდე რჩება 148 დადასტურებული შემთხვევა, ჩვენთანაც 40 დადასტურებული შემთხვევაა და ეს მაჩვენებელი უცვლელია. ჩვენთან დღეს 16 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ყველა უარყოფითია, ანუ ნეგატივია, არ შეგვმატებია. ასევე, როგორც ვიცი, ზოგადად ჯერჯერობით შემატებული არ არის დადასტურებული რაოდენობა, რადგან ლუგარის ლაბორატორიაში კვლევის პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაია





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics