2026-03-23 15:20:22, 10916 ნახვა
Lifestyle
რიკი მარტინი საქართველოში კონცერტს გამართავს, ბილეთების ფასი 200 ლარიდან იწყება
ლათინოამერიკელი პოპ ვარსკვლავი მომღერალი რიკი მარტინი საქართველოში ჩამოდის.
როგორც ირკვევა, პოპ-ვარსკვლავი საქართველოს საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში ეწვევა და შოუ გააერთიანებს არტისტის ისეთ ცნობილ ჰიტებს, როგორებიცაა Livin’ la Vida Loca, Maria, She Bangs და Nobody Wants to Be Lonely.
ლათინური პოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი კონცერტს 16 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართავს.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთის ფასი 200 ლარიდან იწყება და 1500 ლარამდე ადის. კერძოდ:
- General admission (დასადგომი სივრცე) – 200 ლარი;
- Fan zone (დასადგომი სივრცე) – 300 ლარი;
- ექსკლუზიური VIP ზონა - 1500 ლარი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,