11:26 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-16 20:04:44, 11391 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღის

რაც შეეხება მოსკოვის მექანიზმს, ჰააგას და ა.შ. ეს ჩვენთვის ვერ იქნება საინტერესო გამომდინარე იქიდან, რომ ის, რაც არის ასახული მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტში, ანგარიში, არის თავიდან ბოლომდე დაფუძნებული სიცრუეზე, -  ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

კობახიძის თქმით, 14 დღეში,  ერთი ექსპერტი როდესაც წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე.

„ჩვენ ერთი რამ გვაინტერესებს, მაგალითად პირი უბრუნდება ამ ანგარიშის ავტორს და საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, როდესაც ამ მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც სცადა პირდაპირ და უხეშად საქართველოში მედიის გაჩუმება. ეს არის მთავარი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, დანარჩენი ყველაფერი არის უინტერესო. ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღის და ვერც როსტოვის. არ არის ეს საინტერესო. არც ჰააგის მექანიზმი არ გვაინტერესებს. იმდენად აბსურდულია ეს თემა, რომ საეროდ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა, ეს არის მთლიანად პოლიტიკური დასკვნა. 14 დღეში,  ერთი ექსპერტი როდესაც წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე. 14 დღეში შეისწავლა, დაწერა 100-გვერდიანი დოკუმენტი, ეს არის ცარიელი პოლიტიკური დასკვნა და შესაბამისად, ქართული საზოგადოებისთვის ვერ ექნება ამ დოკუმენტს ფასი", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics