2015-07-09 12:11:00, 719 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: მიმდინარე ხარჯები 140 მილიონ ლარამდე შემცირდა
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მიმდინარე ხარჯები 140 მილიონ ლარამდე შემცირდა.
ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს „საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებების შესახებ“ დისკუსიის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც ხადურმა აღნიშნა, მიმდინარე ხარჯები კონკრეტული სამინისტროების და უწყებების მიმართულებით შემცირდა.
„უპირველეს ყოვლისა უნდა გითხრათ, რომ 140 მილიონ ლარამდე შემცირდა მიმდინარე ხარჯები. ეს ხარჯები კონკრეტული სამინისტროების და უწყებების მიმართულებიტ შემცირდა. ეს არის ფაქტი. თანხებით იზრება ფონდები გარკვეული მიმართულებით. ეს არის რეგიონული და მთავრობის სარეზერვო ფონდი. სამწუხაროდ, ეს გამოწვეულია არესებული რეალობით. ჩვენ დაგვჭირდა მეტი თანხა, თუნდაც 13-14 ივნისის სტიქიური უბედურებიდან გამომდინარე“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან