2015-07-07 13:29:35, 750 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ლარის კურსი დღეს დასტაბილურებულია
„ბუნებრივია, ლარის კურსი დასტაბილურებულია, იმასთან შედარებით, როდესაც 2.39-მდე იყო ასული და დღეს არის 2.24 და 2.25“, - ასე უპასუხა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, გულისხმობდა თუ არა მთავრობა კურსის დასტაბილურებაში ეროვნული ვალუტის დღევანდელ ღირებულებას დოლართან მიმართებით.
„დასტაბილურება ნიშნავს იმას რომ მკვეთრი რყევები აღარ უნდა იყოს, ბუნებრივია, კურსი დასტაბილურებულია, როდესაც 2.39-მდე იყო ასული და დღეს არის 2.24 და 2.25. ეს ის დონეა, რომლითაც ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში დღეს ვალუტა გაუფასურებულია დოლართან მიმართებით, ამიტომ ხელოვნურად უფრო მყარ ვალუტას ვერ შევქმნით, რადგან ჩვენი სავაჭრო ბალანსი ასახულია იმ კურსში რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია.“ - განაცხადა კვირიკაშვილმა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან