2015-06-25 17:58:24, 648 ნახვა
ეკონომიკა
„სმარტი“ და აგრარული უნივერსიტეტის“ კულინარიის აკადემია თანამშრომლობას იწყებენ
სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ და აგრარული უნივერსიტეტის „საქართველოს კულინარიის აკადემია“ თანამშრომლობას იწყებენ.
სუპერმარკეტი „სმარტი“ და „საქართველოს კულინარიის აკადემია“ ხვალ ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდებიან, რის საფუზველზეც აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკული გამოცდილება „სმარტში“ მიიღონ.
ამასთან, მომხმარებლებს კი „საქართველოს კულინარიის აკადემიის“ პროფესიონალი კულინარები მასტერკლასებს ჩაუტარებენ სხვადასხვა კერძებისა თუ დესერტების მომზადებაში.
ამას გარდა, თანამშრომლობის შედეგად „სმარტის“ წარმოების მენიუ გადახალისდება და ერთობლივად შექმნილი კერძები ჩაეშვება გაყიდვაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან