|
2015-06-03 19:19:07, 376 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან ბოჭორიშვილი მსოფლიოს წლის მეწარმის დაჯილდოებაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი მსოფლიოს წლის მეწარმის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2-7 ივნისს მონტე კარლოში გაიმართება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან მსოფლიოს წლის მეწარმის ტიტულის მოსაპოვებლად წარდგენილია „თიბისი ჯგუფის“ ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე, რომელიც 2014 წელს უკვე დასახელდა საქართველოში წლის მეწარმედ. აღსანიშნავია, რომ კონკურსი EY Entrepreneur Of The Year 2014 წელს პირველად ჩატარდა საქართველოში. დაჯილდოების ისტორია უკვე 29 წელს ითვლის და მსოფლიოს დაახლოებით 60 ქვეყანაში და 140 ქალაქში ტარდება წლის მეწარმის გამოსავლენად. საქართველოში პირველი "წლის მეწარმე" 2014 წლის 11 ნოემბერს გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: რუბენ ვარდანიანი (ტროიკა დიალოგის დამფუძნებელი, სბერბანკის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის მრჩეველი), ქეთევან ბოჭორიშვილი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე), გიორგი ბაჩიაშვილი (საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი), გიორგი ჭირაქაძე (საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი), დევი ხეჩინაშვილი (გამგეობის თავმჯდომარე, აიპ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია). კონკურსში ასევე გამოვლინდნენ კატეგორიის გამარჯვებულებიც: ნინო ელიავა (More is Love) - "საქართველოს ახალი სახით წარმოჩენისთვის" და ივანე გოგლიძე (კულა) - "ტრადიციული გემოს შენარჩუნებისთვის". პროგრამა EY საქართველომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელა.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)