02:17 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 13:17:32, 525 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტში კონფერენცია „შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო“ გაიმართა

საერთაშორისო კონფერენცია „შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო“   საქართველოს პარლამენტში გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, პარლამენტის  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა  მიმართეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, კონფერენციის მიზანია  შეიარაღებული კონფლიქტებსა და პოსტკონფლიქტურ პირობებში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხების, პრობლემების მოგვარების პროცესში ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების  როლის განხილვა.

კონფერენციაში ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს   არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კავკასიიდან, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის   24 ქვეყნიდან - მათ შორის ინგლისიდან,  ჩრდილოეთ ირლანდიიდან და ბალკანეთიდან.

კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ -სა  და  არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ქსელი დედამიწის მეგობრები ევროპის“ (FoEE) ორგანიზებით გაიმართა, ხოლო მხარდამჭერია  „ევროპელი ქალები უკეთესი მომავლისთვის“ (WECF).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics