16:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-24 13:51:03, 402 ნახვა

საზოგადოება
26 მაისის ღონისძიებების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს ჩასატარებელი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, გარკვეული ქუჩებისა და გამზირების ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.

 ამ მონაკვეთებზე ტრანსპორტი იმოძრავებს ალტერნატიულ გზებზე, კერძოდ:  24 მაისს 21:00 საათის შემდეგ შეიზღუდება მოძრაობა რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით  და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი), მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლით.

კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი – ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მარშრუტები იმოძრავებენ ამაღლების ქუჩამდე (N11-ის მიმდებარე ტერიტორია).

26 მაისს მოძრაობა შეიზღუდება ორბელიანის მოედანზე და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მიკროავტობუსების ბოლო გაჩერება გადავა ათონელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.

26 მაისსასევე 16:00 საათიდან 21:00 საათამდე დავით აღმაშენებლის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირის გადაკვეთამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარ მეფის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების გავლით.

სატრანსპორტო მოძრაობა მითითებულ ტერიტორიებზე 27 მაისიდან აღდგება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics