15:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 14:27:59, 1260 ნახვა

სხვადასხვა
ისრაელელი ბიზნესმენი: კახა კალაძის ვიზიტი თბილისსა და იერუსალიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს

ისრაელის დედაქალაქში თბილისის მერის კახა კალაძის მეგობრული ვიზიტი თბილისსა და იერუსალიმს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ისრაელელმა ბიზნესმენმა მენი ბენიშმა თბილისისა და იერუსალიმის მერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იერუსალიმის მერმა ნირ ბარკატმა განაცხადა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, მისი, როგორც მერის წარმატების საფუძველი ის ბიზნესგამოცდილება იყო, რომელიც მერის პოსტზე კარგად გამოიყენა.

მენი ბენიშის განცხადებით, ბიზნესკომპანიებსა და ქალაქის მთავრობას შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„თბილისში ბიზნესფორუმის გამართვის იდეა, ნირ ბარკატის თბილისში ჩამოსვლა და ქალაქ იერუსალიმთან თანამშრომლობა შესანიშნავია. ისრაელის მოქალაქეები და მე, რომლებიც საქართველოსა და თბილისის პოტენციალს ვიცნობთ, ვცდილობთ,  სხვადასხვა მიმართულების განვითარებას დედაქალაქში და მთლიანად საქართველოში, როგორიცაა მაღალი ტექნოლოგიები, ტურიზმი, უძრავი ქონება და ა.შ. ვფიქრობ, ეს საქართველოსადმი ისრაელის ინტერესს უფრო მეტად გაზრდის. კახა კალაძის მეგობრული ვიზიტი თბილისსა და იერუსალიმს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მენი ბენიშმა.

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, თბილისის მერი კახა კალაძე იერუსალიმის მერს, ნირ ბარკატის შეხვდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics