|
2015-05-13 14:00:23, 354 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრმა საგურამოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგურამოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითა არის აღჭურვილი. პოლიციის თანამშრომლებისთვის შენობაში ასევე არის კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი. ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური განთავსდა: შსს-ს მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის განყოფილება და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფი. „ახალი განყოფილება გაიხსნა, აქ განთავსებული იქნება პოლიცია, ასევე დაცვის პოლიცია იქნება განთავსებული, ეს ორი დანაყოფი. არის ახალი ინვენტარი, ახალი ტექნიკა. საგურამოსთვის რამდენად მნიშვნელოვანია, დიდი დასახლებაა საგურამოსი, ასევე მიმდებარე სოფლებში და თითქმის ორმაგდება ზაფხულში მოსახლეობით, ჩვენი მოქალაქეებით და მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩვენი მოსახლეობისთის ასევე ჩვენი პოლიციისთვის, უფრო გაუადვილდება მუშაობა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. აღნიშნული სამსახურები დღემდე სხვადასხვა შენობაში იყო განლაგებული. მათი ერთ შენობაში განთავსება გააუმჯობესებს და უფრო მეტად კოორდინირებულს, ოპერატიულს და ეფექტურს გახდის მათ საქმიანობას. ახალი შენობის მშენებლობა 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შს მინისტრმა პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)