07:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 19:30:15, 541 ნახვა

საზოგადოება
მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ორივე ხიდი 10 დღის განმავლობაში დაკეტილი იქნება

მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ხიდების  მარჯვენა მიმართულებაც 27 აპრილს 23:00 საათიდან 10 დღით  დაიკეტება. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის  პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილება ბარათაშვილის პანდუსის საშუალებით მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო მარცხენა მიმართულება 26 მარტს დაიკეტა. მარჯვენა მიმართულებაც სწორედ მასზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო იკეტება. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ჯერ ბეტონის, შემდეგ კი  ასფალტის საფარი.

ამასთან, რაც შეეხება მარჯვენა მიმართულებას, მისი რეაბილიტაცია მაისის პირველ ნახევარში დაიწყება და ივნისის ბოლოს დასრულდება. 

აღდგენით სამუშაოებს შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics