14:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 10:15:15, 2344 ნახვა

პოლიტიკა სამხედრო
ლევან იზორია ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს მიიღებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში, თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება.

ლევან იზორია მონაწილეობას ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში დაგეგმილ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართავს. თავდაცვის მინისტრი ყურადღებას საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში საქართველოს, როგორც ალიანსის სტრატეგიული და სანდო პარტნიორის,  როლზე გაამახვილებს. ასევე, ლევან იზორია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს სამხედრო კონტრიბუციის, სამომავლო გეგმების და ფინანსური ჩართულობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, რაც მიზნად ავღანეთში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის და ალიანსის ერთობლივი ძალისხმევის მხარდაჭერას ისახავს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics