11:00 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 19:31:30, 676 ნახვა

სამხედრო
გერმანია საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლეიენს შეხვდა. 

გერმანიის თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ მინისტრებმა ორხმრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობის  შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ქართველ კოლეგას რეფორმირების გზაზე მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და ქართული სამხედრო კონტინგენტი ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას კვლავ განაგრძობს.   

ლევან იზორიამ გერმანელ კოლეგას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 2017 წელი საქართველო-გერმანიის წლადაა გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი საინტერესო აქტივობები ორი ქვეყნის ხალხებს შორის  კონტაქტების გაღრმავებას უწყობს ხელს. 

საუბარი  ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ლევან იზორიამ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში გერმანიის მხარის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პაკეტით განსაზღვრული ინიციატივები - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია. 

დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბუნდესკანცლერის ოფისში უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში კანცლერის მრჩეველთან - ქრისტოფ ჰოიზგენთან შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკას შეეხო.  

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაცია მაგდებურგის საბრძოლო მომზადების ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გადასროლისწინა საჩვენებელ სწავლებას დაესწრო. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics