12:08 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 18:46:48, 350 ნახვა

საზოგადოება
იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე დევნილი ოჯახებისათვის განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადების მიღება 2015 წლის 14 აპრილიდანდაიწყოდა  2015 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე,  რომლებსაც   2015 წლის პირველ იანვრამდე,   იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინადა აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთად ერთ ფაქტიურ საცხოვრებელს. 

„იპოთეკური სესხის დაფარვისათვის,  ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარი.  

დევნილი ოჯახების შერჩევა, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს,  N320 ბრძანების შესაბამისად, სოციალური კრიტერიუმების მიხედვით მოხდება. 

იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე მიღებულ განაცხადსთან უნდა ერთვოდეს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება;
ბ) იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე;
გ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“  ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება“,-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველასქ. N16; ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N87; ქუთაისი, ირაკლიაბაშიძისგამზ. N27; რუსთავი, ვახუშტისქ. N8; გორი, შმაგისქ. N1.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics