01:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 15:27:36, 830 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებულ ძალებს სატანკო და მექანიზირებული უმცროს ოფიცერთა სპეციალიცაზიის კურსდამთავრებული ოფიცრები შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სატანკო და მექანიზირებული უმცროს ოფიცერთა სპეციალიცაზიის კურსდამთავრებული ოფიცრები შეემატა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ მიულოცა და   მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, ინსტრუქტორებს კი მათი სათანადოდ მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა. დღესვე, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურთან, ვიცე-პოლკოვნიკ იროდი ქადაგიშვილთან და მანევრის სკოლის მეთაურთან, ვიცე-პოლკოვნიკ  გოჩა ბერაძესთან  ერთად,  კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.   

შვიდთვიანი  კურსის  ფარგლებში, სატანკო უმცროს ოფიცერთა კურსის მსმენელებმა  ტაქტიკური და საცეცხლე მომზადების,  საინჟინრო მომზადებისა და ქვედანაყოფების მართვის პროცედურები შეისწავლეს და საბრძოლო სროლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გაიღრმავეს. სწავლება თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების ფონზე, ტანკი ტ-72-სა და სასწავლო ტრენაჟორზე მიმდინარეობდა.

ოცეულის დონეზე ტაქტიკური მომზადების, ასევე საბრძოლო გასროლებით საცეცხლე მომზადების სპეციფიკას დაუფლნენ  მექანიზირებულ უმცროს ოფიცერთა კურსის მონაწილეები.  მათ რთულ რელიეფურ და მეტეოროლოგიურ პირობებში ქვეითი   საბრძოლო მანქანებითა და ჯავშანტრანსპორტიორით გადაადგილების უნარები განავითარეს.

საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის სკოლის  სატანკო და მექანიზირებულ  უმცროს ოფიცერთა კურსები  2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და დღეს დასრულდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics