2016-12-22 12:10:29, 1797 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აკაკი ზოიძე: სახელმწიფო უწყებებში საახალწლო პრემიები მინისტრებისა და დეპარტამენტის უფროსებისთვის გათვალისწინებული არ არის
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებში საახალწლო პრემიები მინისტრებისა და დეპარტამენტის უფროსებისთვის არ არის გათვალისწინებული.
როგორც ზოიძემ აღნიშნა, საახალწლოდ პრემიები მხოლოდ დაბალ რგოლებზე გაიცემა.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სანამ კერძო სექტორში არ შეიქმნება კონკრეტული სამუშაო ადგილები, რთულია შევამციროთ შტატები. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მიუხედავად ამისა სამინისტროები ცდილობენ, რომ კონკრეტული ადამიანები არ დაითხოვონ და შეამცირონ ხარჯები. მაგალითად პრემიები ამ საახალწლოდ გაიცემა მხოლოდ დაბალ რგოლზე და მინისტრი და დეპარტამენტის უფროსისთვის არაა გათვალისწინებული“,-განაცხადა ზოიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან