03:17 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 17:04:31, 1025 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: სკოლებში თავისუფალი გაკვეთილები დაინერგება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ოქტომბრის ბოლოდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თავისუფალი გაკვეთილები დაინერგება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსწავლე თავად აირჩევს, დაესწრება თუ არა თავისუფალ გაკვეთილს, არ იქნება საშინაო დავალება და ნიშნის წერა. მას საშუალება ექნება კონკრეტულ თემაზე მიიღოს სიღრმისეული ინფორმაცია.

ჯეჯელავას თქმით, სკოლებში თავისუფალი გაკვეთილის დანერგვა ხელს შეუწყობს, მოსწავლეების ანალიტიკურ, კრეატიულ, შემოქმედებით და ინოვაციურ აზროვნებას, გუნდური მუშაობისა და ლიდერის უნარების გამომუშავებას. მასწავლებლებისთვის კი, დამატებით ფინანსურ წყაროს წარმოადგენს და ხელს შეუწყობს მათ მოტივაციის ამაღლებას.

„გვჭირდება მოსწავლეების გახალისება. რადგან მოსწავლეს თუ ეჯავრება სკოლა, მერე მას მენტორ, სუპერ მასწავლებელიც ვეღარ ასწავლის, რადგან უკვე ჩამოყალიბებული ექნება განწყობა, რომ სწავლა არის ტანჯვა. ჩვენ გვჭირდება, რომ სწავლა არ იყოს ტანჯვა“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრის ინფორმაციით, თავისუფალი გაკვეთილები მე-5- 9 კლასებში ჩატარდება.

„საათები არ დაიკარგება, სახელმწიფო დაფინანსებით ვქმნით გახანგრძლივებულს. იქმნდება ფონდი, რომელიც გასცემს გრანტებს. თავიდან ამ ფონდში იქნება სულ 300 თავისუფალი გაკვეთილის ფული, ანუ რას ნიშნავს, ეს არის 3 თვიანი სერია, ერთჯერადად ვაფინანსებთ თავისუფალ გაკვეთილს კვირაში ორჯერ 3 თვის განმავლობაში.

ვაპირებთ, ფოე-ფოე სკოლებს გამოვთიშოთ, სანამ ძალიან ცოტა ფული გვექნება. მოკლედ არის რისკი, კომაროვმა, პირველმა გიმნაზიამ წაიღოს ჩვენი ფონდი, მაგათ ისედაც აქვთ თავისუფალი გაკვეთილი, გვინდა, ვისაც არ აქვს, იმათ შეხვდეთ. იქნება რეგიონებშიც. შეიძლება მოხდეს კვოტირება. 5 თავისუფალი გაკვეთილის კვოტა წავა პირველ წელს თითო რაიონზე“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics