01:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 10:31:17, 840 ნახვა

სამხედრო
III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთშია

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთშია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეულს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე დახვდა.

ქართველი სახმედროების მთავარი ამოცანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ნაკრები ასეული როტაციის წესით აშშ-ს არმიის ქვედანაყოფს ჩაანაცვლებს. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბბინაში მოგვიანებით გაიმართება.  

31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთში საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილების  საფუძველზე გაიგზავნა. ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics