16:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 11:43:10, 511 ნახვა

საზოგადოება
ნიუ-ჯერსიში ამერიკაში გარდაცვლილი ორი ქართველი კურსანტის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, 2015 წლის  10 მარტს ნიუ ჯერსიში ამერიკაში გარდაცვლილი აშშ-ს საზღვაო თავდაცვის აკამდემიის ორი ქართველი მსმენელის  - რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო  და აშშ-ში საქართველოს საელჩო გარდაცვლილი ქართველი კურსანტების ხსოვნის პატივსაცემად სამოქალაო პანაშვიდში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის განცხადებას ავრცელებს.

„10 მარტს  15.00 საათზე, ნიუ-ჯერსიში,  მისამართზე  232 Kipp Avenue, Hasbrouck Heights, NJ 07604  გაიმართება აშშ-ში გარდაცვლილი, ამერიკის საზღვაო აკადემიის ქართველი მსმენელების სამოქალაქო პანაშვიდი. გენერალური საკონსულო უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვა დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისა და პროფესიული არმიისთვის“,-ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics