09:54 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 15:11:12, 1533 ნახვა

მსოფლიო
გამოძიების ცნობით, მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელი ფსიქიკურად დაავადებული იყო

გამოძიების ცნობით, მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელს დეპრესიული სახის ფისიქიკური დაავადება ჰქონდა, - ამის შესახებ BBC პროკურორზე ტომას კოხზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 18 წლის თავდამსხმელი ექიმების დაკვირვების ქვეშ უნდა ყოფილიყო.

ამასთან, სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელის სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ბეჭდური სახის მასალები აღმოაჩინეს, სადაც იარაღის გამოყენებით მასობრივ თავდასხმებზე იყო საუბარი. ერთ-ერთი სტატია კი, "რატომ კლავენ სტუდენტები" სათაურით იყო.

წინასწარი ინფორმაციით, ეთნიკურად ირანელი თავდამსხმელი მიუნხენში დაიბადა.

როგორც BBC -ი გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელს Facebook-ის ყალბი პროფილი ჰქონდა გაკეთებული, რომლითაც ის ხალხს იმ ტერიტორიაზე ეპატიჟებოდა, სადაც შემდგომ თავდასხმა განახორციელა.

მიუნხენის პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი ინფორმაცია თავდამსხმელის კავშირზე „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

გერმანიაში გლოვაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ცნობისთვის, თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში 3 ადამიანი მონაწილეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics