2016-06-28 10:43:30, 1224 ნახვა
მსოფლიო
თურქეთი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად მზადაა
თურქეთი რუსული სუ–24 ტიპის ბომბდამშენის ჩამოგდებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად მზადაა.
ამის შესახებ თურქეთის პრემიერ–მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.
„როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, ჩვენ ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო სინანული გამოვთქვით და, საჭიროების შემთვევაში, ზიანსაც ავანაზღაურებთ. ორივე ქვეყანას ურთიერთობების ნორმალიზაცია სურს. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები გამოსწორდება“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსი კოლეგისადმი ვლადიმერ პუტინისადმი მიწერილ წერილში რუსული სუ–24 ტიპის ბომბდამშენის ჩამოგდების გამო სინანული გამოთქვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან