13:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 17:01:20, 749 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი ამერიკულ სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ტრუმანი“ გამართულ მიღებას დაესწრო

საბერძნეთში, სოუდას ყურეში, კუნძულ კრეტასთან ამერიკულ სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ტრუმანი“ მაღალი რანგის სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდზე მოწყობილ ღონისძიებებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილე ნიკოლოზ აგლაძე დაესწრნენ.

მიღებაზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ ჯ. კონერი, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი, შტაბის უფროსი, მალტას შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები.

სტუმრებმა ავიამზიდის საგემბანო ავიაცია და მასზე განთავსებული ტექნიკა დაათვალიერეს, გაეცნენ სამხედრო ხომალდის მუშაობის პრინციპს და სპეციალურად მათთვის მოწყობილ ავიაშოუსაც დაესწრნენ.

ღონისძიებების დასასრულს „ჰარი ტრუმანის“ წარმომადგენელმა ქართველ სტუმრებს პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics