2016-06-15 10:53:15, 1299 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი ალ-ბაღდადის გარდაცვალებას არ ადასტურებს
პენტაგონი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალებას არ ადასტურებს, - ამის შესახებ Fox News პენტაგონის წარმომადგენელზე პოლკოვნიკ კრისტოფერ გარვერზე დაყრდნობით იუწყება.
გარვერის თქმით, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედიაში არაერთხელ გავრცელებულა. აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ პენტაგონი გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს.
ინფორმაცია ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალების შესახებ დაჯგუფებასთან მიახლოებულმა სააგენტო Amaq-მა გაავრცელა.
სააგენტოს ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი სირიის ქალაქ რაქაში ამერიკული კოალიციის საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა. სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ალ-ბაღდადი “რამადანის მეხუთე დღეს გარდაიცვალა”.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან