2016-06-11 16:44:00, 1262 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კოალიციამ, სირიაში ISIS-ის 31 მებრძოლი მოკლა
ამერიკის შეერთებული შტატების კოლაციამ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 31 მებრძოლი მოკლეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედიის ინფორმაციით, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, თურქმა სამხედროებმა 33 სამიზნე დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, სამხედროების სამიზნე „ისლამური სახელწმიფოს“ იარაღი იყო, რომელსაც ტერორისტები თურქეთ-სირიის საზღვართან იყენებდნენ.
როგორც მედია საშუალება წერს, კოალიციიმ ალეპოს 2 რეგიონი დაბომბა, რის შედეგადაც ბოევიკების ლიკვიდაცია მოხერხდა.
შეგახსენებთ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ რამდენიმე თვის განმავლობაში 20-ზე მეტი თურქი ეროვნების ადამიანი მოკლა.
ცნობისთვის, თურქეთი აშშ-სთან კოალიციაშია გაერთიანებული, რომელიც „ისლამურ სახელმიფოს“ ებრძვის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან