2016-06-11 14:23:50, 1244 ნახვა
მსოფლიო
დაჯგუფება „აშ-შაბაბმა“ 4 ადამიანი სიკვდილით დასაჯა
სომალის ისლამისტურმა დაჯგუფება „აშ-შაბაბმა“ 3 ადამიანი შპიონაჟში ბრალდებით სიკვდილით დასაჯა, კიდევ ერთ ისლამისტს თავი მოჰკვეთეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედიის ინფრომაციით, „ისლამურმა სასამართლომ“ აღნისნული პირები დამნაშავედ ცნო. მათ ბრალი, კენიასა და აშშ-ის აგენტობაში ედებოდათ.
BBC-ის ცნობით, სიკვდილით დასჯა საჯაროდ განხორციელდა და მას ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც თავი მოჰკვეთეს მოჰამედ ადენ ნური ერქვა. წინასწარი ინფრომაციით, ის აშშ-ს, დაჯგუფების ლიდერის ლიკვიდაციაში ეხმარეოდა.
ცნობისთვის, რადიკალური დაჯგუფება „აშ-საბაბი“ „ალ-ქაიდასთან“ არის კავშირში და საჯარო სიკვდილით დასჯებს ხშირად ახორციელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან