19:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 15:53:50, 606 ნახვა

სამხედრო
თსუ-ში სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონი წარადგინეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასაქონლო მარაგების სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონის წარდგენა მოეწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე საქართველოში ქართულ ენაზე დარგობრივი ტერმინოლოგიის განვითარებასა და ქართულ სამხედრო ტერმინთა ნორმატიული ბაზის დამტკიცების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონის წარდგენას თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სასაქონლო მარაგების სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონი თავდაცვის სამინისტროსა და თსუ-ს, კერძოდ, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ენობრივი ნორმირებასა და სტანდარტიზაციას, თავდაცვის სამინისტროში არსებული სასაქონლო მარაგების რაოდენობრივი უზუსტობების თავიდან ასაცილებლად ერთი ცნების ამსახველი სხვადასხვა ტერმინის დაზუსტებასა და უნიფიკაციას.

ღონისძიების დასასრულს დარეჯან თვალთვაძემ ირაკლი უჯმაჯურიძეს ქართულ ტერმინთშემოქმედებაში, კერძოდ, ქართული სამხედრო ტერმინოლოგიის მოწესრიგების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics