2016-05-17 16:09:21, 1118 ნახვა
მსოფლიო
ერაყში ორმაგი აფეთქების შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა, 70-ზე მეტი დაშავდა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ორი აფეთქების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 70 -ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი აფეთქება ალ-შაბააბის უბანში ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. მეორე შემთხვევაში კი ასაფეთქებელი მოწყობილობა ალ-რაშედის ტერიტორიაზე ავტომობილში გააქტიურდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა "ისლამური სახელმწიფო" თავდასხმების სერიას პერიოდულად ახორციელებს.
ცნობისთვის, 1 კვირის წინ "ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყის დედაქალაქში ტერაქტი მოაწყო, რასაც 100 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან