17:21 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 16:41:30, 1128 ნახვა

მსოფლიო
კანადაში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ - ქალაქში 4000-მდე ადამიანია დარჩენილი

კანადის ქალაქი ფორტ მაკ-მიურეი ძლიერი ხანძრის გამო გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედიის ინფორმაციით, 60 მეტრის სიმაღლის ცეცხლი ქალაქთან დამაკავშირებელ ერთადერთ ავტომაგსიტრალს მიუახლოვდა. ამჟამად ქალაქში დაახლოებით 4000 ადამიანია დარჩენილი. მათი ევაკუაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს მაშველებმა სტიქიის ზონიდან 5000 ადამიანი გამოიყვანეს. ფორტ მაკ-მიურეის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის - 88 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარე კვირის დასაწყისში განხორციელდა.

ქალაქ ფორტ მაკ-მიურეიში ხანძარმა 1600-ზე მეტი სახლი და ადმინისტრაციული შენობა გაანადგურა.

ცნობისთვის, ალბერტას შტატის ქალაქი ფორტ მაკ-მიურეი კანადის უმსხვილეს ნავთობსაბადოებთან მდებარეოს. ნავთობის მარაგის ოდენობის მიხედვით კანადის ალბერტას შტატი საუდის არაბეთისა და ვენესუელის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics