22:48 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-30 16:24:17, 1372 ნახვა

ეკონომიკა
ხელშეკრულების შესრულების გარანტია საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკშიც ხელმისაწვდომია

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად ციფრული სერვისების განვითარებას აგრძელებს. ამჯერად ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მიღება უკვე ბიზნეს ინტერნეტბანკის შემდეგ, მობილბანკის მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი. ახალი ფუნქციონალით, მომხმარებლები სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობისათვის საჭირო გარანტიის მიღებას სრულად დისტანციურად, სწრაფად და მარტივად, მობილური აპლიკაციიდან შეძლებენ.

განაცხადის შევსება პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდანაა შესაძლებელი. ბანკის გადაწყვეტილება 1 წუთზე ნაკლებ დროში იგზავნება, ხელშეკრულების მოსამზადებლად კი მხოლოდ 1 საათია საჭირო. აღსანიშნავია, რომ დადასტურების პროცესი სრულად ციფრული იქნება.

შესაბამის უწყებებში გარანტიის ბლანკიანი დოკუმენტის წარსადგენად, ბანკი მომხმარებელს ორ ალტერნატივას: დოკუმენტის ფილიალში მიღებას ან ფოსტით სასურველ მისამართზე მიწოდებას სთავაზობს.

საქართველოს ბანკის ციფრული გარანტიის მთავარი უპირატესობები შემდეგია:

  • გარანტია უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა – თითოეულ პროდუქტზე 75,000 ლარამდე;
  • განაცხადზე გადაწყვეტილება 1 წუთზე ნაკლებ დროში მიიღება;
  • დოკუმენტის მიღება ბანკში ვიზიტის გარეშეც შესაძლებელია.

„ბიზნეს მობილბანკში ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დანერგვით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ ბიზნესისთვის დროისა და რესურსების დაზოგვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. კომპანიების, რომლებიც სწრაფი რეაგირების საჭიროების წინაშე დგანან, ეს სერვისი მოქნილობასა და ეფექტიანობას სძენს. გვინდა, რომ ბიზნესმა ყველაზე მნიშვნელოვანი დრო განვითარებასა და ზრდას დაუთმოს, ყოველდღიურ საჭიროებებს კი ჩვენი ციფრული პროდუქტებით უპასუხონ”,  – განაცხადა გიორგი კოკაიამ, საქართველოს ბანკის SME ბიზნეს და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა.

გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის შესაძლებლობების შესახებ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ ბანკის მომხმარებელიგახსენით ანგარიში ონლაინ, 2 წუთში.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics