22:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-23 13:52:06, 950 ნახვა

ეკონომიკა
BOG 2025 წლის საუკეთესო ბანკია ტრანსფორმაცის მიმართულებით - Global Finance

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი 34 ნომინაციაში გამარჯვებულად გამოაცხადა. მათ შორის, ბანკი ტრანსფორმაციის მიმართულებით სამ ნომინაციაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა:

  • ქვეყანაში საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესის მიმართულებით;
  • საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში;
  • ქვეყანაში საუკეთესო ციფრული ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით.

"ეს აღიარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ციფრული ტრანსფორმაცია ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს ბანკისთვის მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას არ ნიშნავს. ეს არის ხედვა, რომლის ფარგლებშიც  მომხმარებელი იღებს საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს და ინტეგრირებულ პლატფორმებს, რომლებიც თანამედროვე ციფრული სამყაროს მოთხოვნებს პასუხობს. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნას, რომლებიც მომხმარებლებს როგორც საცალო, ისე ბიზნესის მიმართულებით საქმიანობას გაუადვილებს და განვითარებაში დაეხმარება". - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია ირჩევს. წლევანდელ დაჯილდოებაზე გამარჯვებულები შეირჩნენ Infosys-ის მსოფლიო დონის ექსპერტთა ჟიურის მიერ, საბოლოო სია კი გამოცემის რედაქციამ გამოავლინა. 

შეფასების პროცესში გათვალისწინებული იყო ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, ბიზნესმომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების ხარისხი, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის მასშტაბი და ეფექტიანობა.

საქართველოს ბანკმა წელს Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ჯამში 34 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამომხმარებლო მიმართულებით საუკეთესო მობილბანკის და საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოები მიიღო. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics