20:42 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-02 21:18:15, 1706 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს ქრთამის აღებისთვის ბრალი წაუყენეს

სომხეთის ექსპრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს ქრთამის აღებისთვის ბრალი წაუყენეს.

ანტიკორუფციულმა კომიტეტმა წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ საქმე სასამართლოს უკვე გადასცა. მას ასევე ბრალი ედება უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში.

გამოძიების ცნობით, 2000-2018 წლებში სარგსიანი თავდაცვის მინისტრის, პრემიერ-მინისტრისა და შემდგომ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში, პარალელურად, სამეწარმეო საქმიანობაში იყო ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით აკრძალულია. ამასთან, ის ეჭვმიტანილია სამსახურებრივი მდგომარეობით სარგებლობაში, რათა სანდო პირების საშუალებით შეექმნა კომერციული კომპანიები, რომელთა წილებიც მოგვიანებით ქრთამის სახით გაიცა.

საქმე ამჟამად ანტიკორუფციულ სასამართლოშია გადაგზავნილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics