|
2025-05-07 10:42:17, 3126 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი მომხმარებლებს გზავნილებზე დამატებითი ფულადი პრიზების მიღების შესაძლებლობას აძლევს
საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მომხმარებლებს დამატებითი ფულადი რესურსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკში გზავნილებზე ორი გათამაშება მიმდინარეობს. გაორმაგებული გზავნილების ფარგლებში, 3 მარტიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით იმ მომხმარებლებს, რომლებიც ფულად გზავნილს საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გაანაღდებენ, აქვთ შესაძლებლობა, გაორმაგებული თანხა მიიღონ. გათამაშებაში ავტომატურად ერთვება ყველა მომხმარებელი, რომელიც საერთაშორისო ფულად გზავნილს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გაანაღდებს. გაორმაგებულ თანხას ყოველკვირეულად მე-20 000 განაღდებული გზავნილის მიმღები ავტომატურად იღებს. გათამაშებაში მონაწილეობისთვის, მომხმარებლებმა გზავნილი უნდა მიიღონ შემდეგი სისტემებიდან: RIA, Western Union, MoneyGram, IntelExpress, RicoGram. გაორმაგებული გზავნილების გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. მეორე გათამაშება კი ემიგრანტებს 500 ან 5000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზის მიღების შესაძლებლობას აძლევს. გათამაშება 24 მარტიდან დაიწყო და 18 მაისის ჩათვლით გრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პირებს ავტომატურად შეუძლიათ, მათ, ვინც თანხას საკუთარ თავს უგზავნის და საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით ანაღდებს. განაღდებული ყოველი 150 ლარი თითო ბილეთს უდრის, შესაბამისად, რაც უფრო დიდია გზავნილის მოცულობა, მით მეტია ფულადი პრიზის მიღების შანსი. გათამაშების ფარგლებში, ყოველკვირეულად რამდენიმე გამარჯვებული ვლინდება, რომლებიც 500 ან 5000 ლარის ოდენობის პრიზს მიიღებს. ამ დროისთვის გათამაშებას უკვე ჰყავს 48 გამარჯვებული 10 სხვადასხვა ქვეყნიდან. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)