16:49 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 10:20:36, 942 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ ჩეკურაშვილი - შევამოწმეთ კომპანია „მილაც“, დარღვევა არ გამოვლინდა

შევამოწმეთ კომპანია „მილაც“, რომელიც სასკოლო დაწესებულებებისა და ბაგა-ბაღების მიმწოდებელია. დარღვევა არ გამოვლინდა, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელს კომპანია „სოფლის ნობათში” 15 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა.

„სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს წელიწადში სულ მცირე 4-ჯერ ამოწმებს. შედეგად, გასულ წელს სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო. რაც შეეხება „სოფლის ნობათს“, გასულ წელს კომპანიაში 15 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა, რაც მოიცავს როგორც ინსპექტირებას, დოკუმენტურ შემოწმებასა და ნიმუშების აღებას, ასევე ჰასპის (HACCP) აუდიტს“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სეს-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სააგენტოს თანამშრომლები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შევიდნენ „სოფლის ნობათის“ შესამოწმებლად. მათივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგად მცირე პარტიაში აღმოჩნდა კანონით დასაშვები ზღვრული ოდენობის გადამეტება (0.1-იდან 0,32 მკგ/ლ-მდე).

„კომპანია თანამშრომლობს სააგენტოსთან. ბაზრიდან მყისიერად დაიწყო პროდუქციის გამოთხოვა. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურსა და რეგიონულ სამსახურებს დავავალეთ სავაჭრო ქსელების კიდევ ერთხელ შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ პარტიის სურსათი დახლებიდან მოხსნილია და გაყიდვაში არ არის“, - განაცხადა ჩეკურაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს არცერთ დასახლებულ პუნქტში აღნიშნული პროდუქცია აღარ იყიდება.

აღნიშნულ კომენტარს სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics