2025-04-04 10:48:18, 774 ნახვა
სამართალი
კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი ერთი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ს შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს.
დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს
ავტორი: ექსპრესნიუსი,