17:24 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 16:09:54, 743 ნახვა

ომი უკრაინაში
კრემლი - პუტინი მზადაა, ზელენსკის ესაუბროს, თუმცა გასათვალისწინებელია მისი ლეგიტიმურობა

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის. თუმცა, მისი თქმით, "საჭიროა უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების გათვალისწინება".

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო Интерфакс ავრცელებს.

ჟურნალისტების შეკითხვას, მზად არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებისთვის, დმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იქნება მოლაპარაკებისთვის:

"პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იქნება ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის. ამასთან, სამართლებრივი შეთანხმებების ფორმალური გაფორმება სერიოზულ განხილვას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ზელენსკის ლეგიტიმურობის შესაძლო გაპროტესტებაზე მიუთითებს" - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics