14:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 13:23:50, 927 ნახვა

კომენტარი
გვენეტაძე: მიქაუტაძის მიმართ გაცხადებული პრეტენზიები უმეტეს შემთხვევაში უსაფუძვლო იყო

მე შევისწავლე გიორგი მიქაუტაძის ბიოგრაფია და ის პრეტენზიები, რომელიც იყო გაცხადებული მის მიმართ, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ იუსტციის უმაღლესი საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გვენატძემ აღნიშნა, მიქაუტაძის მიმართ წაყენებული პრეტენზიები უსაფუძვლო იყო.

„მე შევისწავლე გიორგი მიქაუტაძის ბიოგრაფია, შევისწავლე ის პრეტენზიები, რომელიც იყო გაცხადებული და ნამდვილად მივხვდი, რომ მას შეუძლია იყოს საქალაქო სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე. ბევრ შემთხვევაში მის მიმართ პრეტენზიები უსაფუძვლო იყო, მაგალითად იმ ნაწილში, სადაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პოზიციას გამოხატავს“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიციური პარტიების დაჯარიმების საკითხზე მიქაუტაძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე თუ აქვს ინფორმაცია? გვენეტაძე პასუხობს, რომ „მას ეს საკითხი არ შეუსწავლია“.

„არა, ამ საკითხზე მე არ მაქვს ინფორმაცია. არც მისწავლია ეს საკითხები. ამ მოკლე პერიოდში, რაც მიქაუტაძე ადმინისტრაციული კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ასრულებდა, მისი მუშაობა აბსოლუტურად მისაღები დამაკმაყოფილებელია. კოლეგების პოზიციაც აბსოლუტურად მისაღები და დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics